ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სულ ცოტა ხნის წინ ამერიკა აალაპარაკა, როცა გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც პროექტ „ამერიკის ვარსკვლავში“ დიდ წარმატებას მიაღწია. ნუცა ჟიურის წევრების ფავორიტიც გახდა, ბოლო ეტაპზე Top-12 მონაწილეს შორის ქართველი შემსრულებელი სწორედ მათ გადაიყვანეს, თუმცა ათეულში მოსახვედრად მას ხმები არ ეყო და პროექტს გამოეთიშა.
ნუცამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ჰოლივუდში მოხვედრაზე და ეს ოცნება აისრულა. ამჯერად ნუცა “იმედის” გადაცემის სტუმარია, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს.
„არ შემიძლია რომ არ ჩამოვიდე. ამაზე მინდა, რომ ვიმუშაო, რომ ასე ხშირად არ ვიარო.
რეალურად, ეს ფრენები ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის. მე კი დავფრინავ ორ თვეში ერთხელ. თბილისის და საქართველოს გარეშე არ შემიძლია,“ – ამბობს ნუცა.