ღაზაში ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – ნათქვამია “ჰამასის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაში, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია, ისრაელი და “ჰამასი” ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განცხადებით, “წარუმატებელი რაკეტის გაშვებით” საავადმყოფოში აფეთქებაზე, პალესტინის ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებაა პასუხისმგებელი.