2024 წლიდან იმ პირთათვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სავალუტო სესხის აღების პირობები მკაცრდება. გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გამოაცხადა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, ვეღარ აიღებენ 200-300 ათასი ლარის სავალუტო სესხებს, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300 000 ლარით განისაზღვრა. ასევე, პირები, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, შეძლებენ აიღონ კრედიტი იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდე იქნება, უცხოურ ვალუტაში ახალი სესხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში ექნებათ.
“ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რაც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას”, – განაცხადა თურნავამ.