დმანისში, სოფელ ამამლოში 18 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით ბრალდებული არასრულწლოვანია და იგი პოლიციამ უკვე დააკავა.
ირკვევა, რომ ჩხუბში სულ 5 ადგილობრივი მონაწილეობდა. 15 წლის არასრულწლოვანმა გულის არეში მას ბასრი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაყვანის დროს, გზაში დაღუპა.
„როგორც გავიგე 5 ბიჭი ჩხუბობდა, ყველა გაიქცა, დაახლოებით 15 წლის არის, ვინ 18 წლის ბიჭს დანა დაარტყა და მოკლა…“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.