მედიის ინფორმაციით, შვედეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43 გრადუსი დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას SVT-ი ავრცელებს. ეს 1881 წლის შემდეგ ტემპერატურის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ყინვების გამო ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია, რამდენიმე რეგიონში კი ძლიერი ქარისა და თოვლის გამო სიფრთხილის ზომები გამოცხადდა. გზებზე რთული ვითარების გამო ელექტრომომარაგებისა და მობილური კომუნიკაციების შეფერხებებია მოსალოდნელი.
ამასთან, ტემპერატურის დაბალი ნიშნული, -37,8 გრადუსი დაფიქსირდა ფინეთშიც, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ილივიესკაში.