გასული 10 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან არალეგალური გზით 27,5 მილიარდი დილარია გასული.
ინფორმაცია შეერთებული შტატების კვლევითი ორგანიზაციის მოხსენებაშია მითითებული, რომელიც 2002–2011 წლებში განვითარებადი ქვეყნებიდან უკანონო ფინანსური ნაკადების თემას მიმოიხილავს.
კვლევის თანახმად, ჩრდილოვანი გზით, განვლილ ათწლეულში აზერბაიჯანიდან 17 მილიარდი დოლარი, სომხეთიდან 6,2 მილიარდი, ხოლო საქართველოდან 4 მილიარდ ნახევარი დოლარია გასული. ფინანსური ანალიზის ავტორები მონაცემთა წყაროს არ ასახელებენ. კვლევაში მხოლოდ ცალკეული გრაფებია მოცემული, რომელშიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად სხვა ქვეყნებიც ფიგურირებენ.
ანგარიში მოწმობს, რომ ფულადი გადინებების მხრივ თურქეთს შედარებით კარგი მაჩვენებელი აქვს, რაც მხოლოდ 987 მილიონ დოლარს შეადგენს. კვლევაში მითითებული არაა ირანის მონაცემები.
ამერიკული ორგანიზაციის ანგარიშიც მიხედვით, არასახარბიელო სიის რეკორდსმენი რუსეთია, სადაც მოცემულ 10 წლიან ვადაში 881 მილიარდი დოლარია უკანონოდ გატანილი. საერო ჯამში კი განვითარებად ქვეყნებში ფულის არალეგალური ნაკადები მსოფლიო მასშტაბით 14 %–ითაა გაზრდილი და 946 მილიარდ დოლარს შეადგენს.
31.12.13