პოლონეთში, ძლიერის ქარის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მეხანძრეები ავრცელებენ.
მათი თქმით, ქალაქ რაბკა-ზდროჯში, ხის დაცემის შედეგად ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი დაიღუპა. ასევე მსგავს ვითარებაში, ზაკოპანეში, კურორტ ტატრაში, 23 წლის გოგო და ცხრა წლის ბიჭი დაიღუპნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრეებს გადმოვარდნილი ხეებისგან გზების გაწმენდა 140-ჯერ მოუწიათ. ძლიერი ქარი სამდღიან თბილ ამინდს მოჰყვა.