დღეიდან ცხადდება კონკურსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე. პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა.
კანდიდატს შეარჩევენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისგან, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან არაკომერციული იურიდიული პირების მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან.
წარდგენა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში. არასამეწარმეო იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს კანდიდატი, თუ ის ბოლო 2 წლის განმავლობაში საქმიანობდა სასამართლო საქმეთა წარმოებაში.
კანდიდატი უნდა იყოს სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით.
საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლის და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. დეტალები კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ გაწერილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ- გვერდზე.
03.01.14