ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
ადგილობრივების ცნობით, მიკროავტობუსი ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.