ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა ლუკა ლოჩოშვილმა 30,000 ლარი აჩუქა. აღნიშნული საჩუქარი ფონდის ხელმძღვანელობას ლეგენდების მატჩის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადასცა.