- გარდაცვლილი მოზარდი მე-3 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სალიაა, როგორც შევიტყვეთ, ბავშვი სკოლიდან სახლში დედას მოჰყავდა, როცა ეს საშინელი ფაქტი მოხდა. ადგილობრივების თქმით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. იმასაც ამბობენ, რომ თავად მძღოლმა, გია ჭკადუამ ამ ფაქტის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა, ისიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.