საქართველოს პრეზიდენტი 20 იანვარს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება. როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს , ვიზიტის ფარგლებში ანკარაში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექთან.
გიორგი მარგველაშვილი ათათურქის მავზოლეუმშიც მივა და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ანკარაში საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება.
09.01.14