ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon.
დღეს, აზია-წყნარი ოკეანის ეკრანის აკადემიამ (APSA), Jewel Private Residences-თან ერთად, გამოაცხადა სამი სპეციალური ჯილდოს გამარჯვებულები 17-ე APSA ცერემონიის წინ, რომელიც გაიმართება 30 ნოემბერს, The Langham-ში, ავსტრალიაში.
გამარჯვებულებს შორისაა დათა ჩაჩუა.
„ამ ჯილდოს მიღება არის აღიარება ყველა იმ რთული შრომისა, რომელიც გავწიე ამ ფილმზე, და ასევე სტიმული, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად ვიმუშაო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ფილმზე იმუშავა, და მოუთმენლად ველოდები, რომ ერთად ვიზეიმოთ Gold Coast-ზე“, – ამბობს დათა ჩაჩუა.
„პანოპტიკონი“ საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.
ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო (დათა ჩაჩუა), რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების პროცესში განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის.