21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა. კრება წმინდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა წმინდათა უხორცოთა ზეცისა ძალთა, მთავარანგელოზთა: რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, იეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა. ამ დღეს მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაულიცაა. ეს არის: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული) ტაძრების დღესასწაული.
ამ დღეს წასაკითხი ლოცვა
ტროპარი: ზეცისა ძალთა ერის მთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქვენთათა შემზღუდენ მვედრებელნი ესე თქვენნი, და განსლვასა ამის სულისა ჩემისასა მიხსენით ბნელთა ჰაერის მცველთა ხელისაგან.
ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.
სხვა ტროპარი: რომელი ძლევისა გალობასა და დაუცხრომელად დიდებისმეტყუელებასა მეუფისა შესწირავ, მიქაელ, დიდო მთავარო ზეცისა უხორცოთაო, რომელსა გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მთავარანაგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის-მთავარნო.