ივანიშვილი, კობახიძე და ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
“ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები – საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“ – განაცხადა მდინარაძემ.