პედაგოგი ოლიკო გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მასწავლებლებო, გილოცავთ!
ცენზურის მანქანა ჩაირთო… ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ისარლოვებმა…
გიხაროდეს, ერო ბედნიერო!
ვეღარ მოწამლავენ ჩვენს მოსწავლეებს შემდეგი ნაწარმოებები:
“ბედნიერი ერი”, “აჩრდილი”, “ჩემო კალამო”, “პასუხის პასუხი”, “განდეგილი”(ილია);
“ბახტრიონი”, “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”(ვაჟა);
“აღმართ-აღმართ”(აკაკი);
“მშობლიური ეფემერა”(გალაკტიონი);
“ყვრყვარე თუთაბერი”(პოლიკარპე კაკაბაძე);
“ხევისბერი გოჩა”(ალ. ყაზბეგი)
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…”