ქურდების კანონის გადახედვასთან დაკავშირებით თემა ვინ აწია? – ამ შეკითხვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
“სოზარ, ის თემა ვინ აწია ქურდების კანონის გადახედვასთან დაკავშირებით? ეს ცალსახაა, რომ ეგ კანონი არ გადაიხედება და თქვით, გააკეთეთ კომენტარი. მე მოვისმინე გუშინ თქვენი კომენტარი”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სოზარ სუბარის განმარტებით კი, ყველა თემაზე შეიძლება დიალოგში შესვლა, მაგრამ არა ქურდების კანონზე.
“ეს შიმშილობები როცა იყო, მე მკაფიოდ ვამბობდი, ყველა თემაზე შეიძლება დიალოგში შევიდეთ, მაგრამ ამ თემაზე დიალოგი არ იქნება”, – აღნიშნა სუბარმა.
“უამრავი საფიქრალი გვაქვს, ვმუშაობათ აქტიურად ეკონომიკაზე, წარმოების გახსნაზე და რაღაც უაზრო თემები მესმის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა მისივე თქმით, “გუშინ ქურდების თემის წამოწევა ტყუილად მოხდა”.
“მერე ამაზე სიუჟეტები ვიხილეთ, გადაიხედება თუ არ გადაიხედება. რაზეც ვიცით, რომ არაფერი იცვლება და არ გადაიხედება, მაგაზე ნუღარ ვფიქრობთ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
10.01.14