“მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქცია დაწყებულია სულ რაღაც 40 წუთი და უკვე გარკვეულმა პირებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები,” – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
ვაჟა სირაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს პროტესტო კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება უმკაცრესი ზომები:
“მე მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს განაკვეთები ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვან კანონი.
გამომდინარე იქიდან რომ ბოლო დღეებში ყველანი ვხედავთ რომ გარკვეული პირები ახდნენ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, რიგ შემთხვევაში ცეცხლს უკიდებენ, შუშებს ამტვრევენ პარლამენტის შენობაში, მთელს ქალაქში გადაწვეს, დაამტვრიეს სხვადასხვა სახის ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, პოლიცია მზად არის იმისთვის რომ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები. ვაფრთხილებთ ყველა პირს, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგანს საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს,”- აცხადებს ვაჟა სირაძე.