აქტივისტის და ბლოგერის, დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ. ინფორმაციას ხარხელის ქმარი, ლევან წიკლაური ავრცელებს.
“დოდის იჭერენ. სახლთან შსს-ა მოსული. სიმონ ჩიქოვანის 20, პირველი სადარბაზო. შსს მეუბნება, რომ იძულების წესით შემოვა” – წერს წიკლაური.