ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სციალურ ქსელში წერს:
ჩემთვის შობა იწყება 25 დეკემბერს და სრულდება 7 იანვარს ვინც ჩემსავით ხართ და ვინც ჩემსავით არ ხართ, მთელი ორი კვირა ყოველდღე გილოცავთ კაცობრიობის უმშვენიერეს და ქრისტიანობის ყველაზე ლამაზ დღესასწაულს – ადამიანთა შორის ღმერთის დაბადებას დედამიწაზე.
ერთიანი ევროპული საქართველოს შობას გისურვებთ ყველას.
ამსტერდამიდან დავბრუნდი და კვლავ ვადასტურებ – სწორ გზას ადგანან ევროპელები, უხვად სწყალობს ღმერთი მათ გონიერებას და შრომის უნარს, მათ სიყვარულის და ზრუნვის უნარს თავიანთი სამშობლოს მიმართ და რაც მთავარია – “გიყვარდეს მოყვასი შენი” დღეს სწორედ ევროპაშია ყველაზე მეტად და სწორად გაგებული, სადაც ადამიანის პატივისცემა მთავარი ღირებულებაა და ნებისმიერი ადამიანის უფლების დაცვას მთელ პლანეტაზე ყველაზე მეტად ცდილობენ – წერს ნათია ფანჯიკიძე.