UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში იმყოფება. მან პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა UFC-ის კიდევ ერთ მებრძოლს, ალექსანდრე თოფურიას ეხებოდა, რომელმაც თავისი პირველი ბრძოლა ორგანიზაციაში ახლახან მოიგო.
-
საქმე ისაა, რომ ალექსანდრე და მერაბი ერთ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ. მერაბ დვალიშვილის თქმით, როცა ალექსანდრე თოფურია ჩემპიონობის პრეტენდენტი გახდება, ის ქამარს დათმობს.
“ალექსანდრეს თავისი გზა აქვს. მინიმუმ 2 წელი დასჭირდება, ჩემპიონობამდე რომ მივიდეს.
ადრეც მითქვამს, ალექსანდრე რომ გახდება პრეტენდენტი, დავთმობ ქამარს – ან ზემოთ ავალ, ან ქვემოთ ჩავალ ან სუპერ-ბრძოლებს ჩავატარებ. მეგობრულად მოვგვარდებით”, – აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.