ქედაში, სოფელ წონიარისში მანქანა მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.