ირაკლი ღარიბაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში შედგა.
მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ–სამართლებრივ პროცესებზე და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს.
ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი ტომას მარკერტი.
16.01.14