საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. ვარსკვლავის გახსნა მოხდება საიუბილეო კონცერტის შემდეგ, რომლის რეჟისორიც ჯემალ ბაღაშვილია. დღე სპეცილაურად დაუმთხვიეს მომღერლის დაბადების დღეს. ის 45 წელია რაც სცენაზე დგას და 200 სიმღერაზე მეტი აქვს შესრულებული, უთამაშია ოთხ სპექტაკლში. ანსამბლ ,,ივერიასთან“ ერთად განხორციელებული არაერთი დასამახსოვრებელი სიმღერა და როლი საზოგადოებას დღემდე ახსოვს და უდიდეს პატივისცემას გამოხატავს მომღერლის მიმართ.
საღამოზე იმღერებენ ახალი თაობის ვარსკვლავებიც: სოფო და ბორის ბედიები, გიორგი ბოლაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, აგრეთვე მომღერლის ქალიშვილი ქეთევან წიკლაური. კონცერტს გაუძღვება ნუგზარ კვაშალი.
საინფორმაციო სააგენტო ,,თბილისი თაიმსი“ ულოცავს ვარსკვალავს იუბილეს და ვარსკვლავის გახსნას.
18.01.14
გიორგი ჩუბინიძე