პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თებერვლის ბოლოსთვის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების პროცესი დასრულებული იქნება.
მან უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში სათანადო ცვლილებების განხორციელება ვერ მოახერხა. შესაბამისი განცხადება დავით უსუფაშვილმა დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
“თებერვლის ბოლოსთვის სარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების პროცესი დასრულებული უნდა იყოს. ამით ჩვენ ვერ ვიცავთ დაპირებას, რომ საკითხები უფრო ადრე გადაწყდებოდა. ვაცნობიერებთ და პარლამენტის სახელით ვაცხადებ, რომ ეს ჩვენი ნაკლია, მაგრამ დაგეგმილი ცვლილებების არმიღება იმ მოტივით, რომ სასურველზე ნაკლები დროა დარჩენილი, უფრო უარესი იქნებოდა. დროის თვალსაზრისით, მთლად ევროპულ სტანდარტებში ვერ ჩავჯექით, მაგრამ ქართული ტრადიციული სტანდარტების გათვალისწინებით, ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ანუ სადღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ვართ”, – განაცხადა უსუფაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრისას.
ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დიპლომატიურ კოპრუსს სასტურმო “რედისონში” ხვდებიან. შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარეც მონაწილეობს.
20.01.14