თბილისის მერიის შპს “სინათლის ქალაქის” დირექტორი ნიკა ტოგონიძე პროკურატურაში დაიბარეს, აღნიშნულ ინფორმაციას თბილისისი მერია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, ტოგონიძის პროკურატურაში დაბარება უკავშირდება თუ არა თბილისის ანძასთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
ტელეანძის განათების გამორთვის შესახებ გუშინ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რამდენიმე საათში კი თბილისის მერიამ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო.
21.01.14