უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის გადაწყვეტილების გადასინჯვას არ აპირებს.
როგორც ჟურნალისტყებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.
“როცა გადავწყვიტეთ, ჩვენმა სპორტსმენებმა მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში, ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ პატივს ვცემთ ოლიმპიურ პროცესს და რომ ოლიმპიური სულისკვეთება პოზიტივის შემომტანია მთელი კაცობრიობისთვის და არა მარტო იმ ქვეყნისთვის, სადაც ოლიმპიადა ტარდება. იმედი მაქვს, ეს ოლიმპიადა ჩაივლის უაღრესად მშვიდად. ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე გამოხატა მზადყოფნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ პროცესში იყოს აქტიურად ჩართული. ჩვენ ვღელავთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგებს მიაღწევენ ჩვენი სპორტსმენები, ამავე დროს გვაღელვებს ის, რომ ეს იყოს მშვიდობიანი პროცესი. ამ ეტაპზე რაიმე გადასიჯნვა იმ პოზიციისა, რომ ჩვენ არა კონკრეტულად ამ სახელმწიფოს, არამედ ოლიმპიურ პროცეს ვუჭერთ მხარს, არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
23.01.14