საკრებულოში ბიუჯეტთან დაკავშირებით უმრავლეოსობასა და მერიას შორის კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.
მხარეების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროცედურებს, რომლის მიხედვიდაც სამომავლოდ ბიუჯეტის პროექტის შეჯერებული განხილვა მოხდება.
დედაქალაქის მთავრობა კონსულტაციებს დადებითად აფასებს, საკრებულოს დეპუტატები კი მერიას კვლავ უნდობლობას უცხადებენ.
სევდია უგრეხელიძის განაცხადებით, დედაქალაქის მთავრობა თავს შეიკავებს განცხადებებისგან, მანამ სანამ კონსულტაციების მეორე რაუნდი არ შედგება.
მისივე თქმით, მერია საკრებულოს დეპუტატების მიერ წერილობით გაგზავნილ შენიშვნებს დაელოდებადა იმედს გამოთქვამს, რომ კომისიების სხდომებზე მიწვეულნი იქნებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც დეპუტატების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებენ.
,,ჩვენ კმაყოფილებას გამოვთქვამთ საკრებულოს მხრიდან კონსტრუქციული ქმედებების გამო. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო შეხვედრის ინიციატორს, ქალბატონ გულიკო ზუმბაძეს. მიმაჩნია, რომ ამ კონსულტაციებით საბოლოოდ გაირკვევა რეალურად რომელ პუნქტებზე ვჯერდებით და რომელზე ვერ“,- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. შეხვედრას საკრებულოს უმცირესობის წევრებიც ესწრებიდნენ.
,,დღეს თბილისის მთავრობასა და საკრებულოს უმრავლესობას შორი სერთობლივო სამუშაო შეხვედრა შედგა , რომელიც საკმაოდ კონსტრუქციული იყო, თუმცა იყო დებატებიც და ემოციებიც. საბოლოოდ იმ შეთანხმებამდე მივედით, რომ კომისიებში კონკრეტული შენიშვნების კონცენტრირება უნდა დაიწყოს, რომელიც შემდგომ საფინანსო- საბიუჯეტო კომისიას გადაეცემა და თბილისის მთავრობა ამ შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტზე იმუშავებს. შესაბამისად, ის რისი მიღებაც შესაძლებელია იქნება მიღებული და ის, რაც არარეალურია, ბუნებრივია, ბიუჯეტს მიღმა დარჩება“, – აღნიშნა კახაბერ ბროკიშვილმა.
საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, შეკითხვები, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას თბილისის მთავრობის მისამართით გააჩნდა კვლავაც ძალაში რჩება.
,,მერიის მიმართ უნდობლობა ჩვენს შეხვედრას ფონად გასდევს, თუმცა მზადყოფნას გამოვთქვამთ, გაგრძელდეს ასეთი ტიპის შეხვედრები. ეს იყო პირველი კოსტრუქციული დიალოგი, რის შემდეგაც მერიის სამსახურებთან ერთად ბიუჯეტს კომისიებზე განვიხილავთ და მერია შეჯერებულ ვარიანტს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მიიღებს.
შენიშვნები კიდევ უფრო მეტია ვიდრე ის 14 პუნქტი. ჩვენ გვსურს მეტი სინათლე მოვფინოთ ბიუჯეტს. საინტერესოა, რამდენად გაითვალისწინებს ამ შენიშვნებს და მოთხოვნებს მერია. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა და პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
“ძალიან ბევრი შეკითხვა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას თბილისის მთავრობის მისამართით გვქონდა ისევ ძალაში რჩება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თბილისის მთავრობის მხრიდან საბოტაჟის განხორციელების საფრთხეებს. აღმოჩნდა, რომ თბილისის მთავრობა არ აპირებს გადახედოს იმ მუხლებს, სადაც გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული შენიშვნები გვქონდა. ამასთან ჩვენს მიერ დასახელებული მთელი რიგი სოციალურ მუხლებში, სადაც ვთვლიდით , რომ პრიორიტეტულად უფრო მეტი თანხა უნდა იყოს გადანაწილებული, მერია არ გეგმავს რაიმეს შეცვლას. ეს ყველაფერი კი მოასწავებს იმას , რომ დღეს თბილისის მთავრობა მოვიდა იგივე დღის წესრიგით, როგორც 29 დეკემბერს და ვერ მოიპოვა საკრებულოს მხარდაჭერა. ამის მიუხედავად ჩვენ ვაპირებთ ისევ გადავუგზავნოთ ჩვენი შენიშვნები და მოვისმინოთ მათზე არგუმენტირებული პასუხი. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად დღევანდელი შეხვედრისა ჩვენი მხრიდან კვლავ ძალაში რჩება უნდობლობა თბილისის მთავრობის მიმართ”, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
შეხვედრის მიზანსა და პროდუქტიულობაზე საკუთარი აზრი საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემაც დააფიქსირა.
მაკა გვარამიას განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე, სამწუხაროდ, საკრებულოს მხრიდან არსებულ შენიშვნებთან დაკავშირებით მერიამ თავისი პოზიცია არ შეცვალა.
,,სამწუხაროდ, მერიის წარმომადგენლებმა ჩვენს მიერ წარმოდგენილ შენიშვნების გათვალისწინებისა და ძირფესვიანად განხილვის თაობაზე მზადყოფნა არ გამოთქვეს.
გამგებლების მხრიდან საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მე პირადად მათ არ ვენდობი. ისინი ბიუჯეტს პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ და ამიტომ მე მათი უფლებამოსილების შეჩერების მომხრე ვარ“,–აღნიშნა მაკა გვარამიამ.
თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე საკრებულოს უმრავლესობში შემავალი ფარქციების თავმჯდომარეების შეთავაზებას დათანხმდა და საკრებულოში მოადგილეებთან და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად 17:00 საათზე მივიდა.
შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. კონსულტაციების მეორე რაუნდი ბიუჯეტის კომისიებში განხილვის შემდეგ შედგება.
28.01.14