დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 9 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 9 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 9.595 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 9.5 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
29.01.14