საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი წარმოადგენელი კახა ბროკიშვილი გამოემაურა.
მისი თქმით, კონსულტაციები უმრავლესობასა და თბილისის მთავრობას შორის უკვე მიმდინარეობს, რაც საბოლოოდ ორივე მხარეს შესაბამის კონსესუსამდე მიიყვანს.
,,მოგეხსენებათ, უმრავლესობასა და თბილისის მთავრობას შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, იყო აზრთა ურთიერთგაცვლა.
თქვენთვის ცნობილია, რომ დეპუტატებმა, რომელნიც უმრავლესობის ნაწილს შეადგენენ – მამუკა კაციტაძემ და კახა კუკავამ ბიუჯეტის გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსესუსი უკვე მიღწეულია. იმედია, საერთო კომპრომისებით საბოლოო შეთანხმებამდე მივალთ და დდაქალაქი ბიუჯეტის გარეშე არ დარჩება’’,–განაცხადა ბრიკიშვილმა.
მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თებერვლის ბოლოდან თბილისის მართვაში ფინანსების არქონის გამო სერიოზული პრობლემები შეიქმნება.
ირაკლი შიხიაშვილმა დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის 12 თებერვალს ჩანიშვნა დააანონსა და განაცხადა, რომ ქალაქში სტაბილური გარემოს შექმნა მხოლოდ კომპრომისებისა და კონსესუნსის ენით იქნება შესაძლებელი.
31.01.14