საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე მასპინძლობს. სადილი რესტორან “ფუნიკულიორში” რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
სამუშაო სადილის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციიის ასოცირების ხელშეკრულების და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილება.
სამუშაო სადილს გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პერეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ვანო მაჭავარიანი ესწრებიან.
31.01.14