პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტში მისი გამოსვლის ფორმატი “სრულიად ახალი იქნება”. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ფორმატის შეცვლა უკავშირდება იმას, რომ ქვეყანას აღარ ჰყავს აღმასრულებელი პრეზიდენტი, არამედ ჰყავს სახელმწიფო მეთაური.
“მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება თვისობრივად ახალი ფორმატის მოხსენება. აქამდე იყო აღმასრულებელი პრეზიდენტის მოხსენებები, თუმცა ახლა ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არა აღმასრულებელი, არამედ სახელმწიფოს მეთაურია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ფორმატი იქნება სხვა”, – განაცხადა მარგველაშვილმა, თუმცა კონკრეტული ფორმატის დეტალები არ დაუზუსტებია.
რაც შეეხება საკანონდებლო ორგანოში მისი მოხსენებით გამოსვლის თარიღს, მარგველაშვილის განცხადებით, ამაზე ჩამოყალიბებება ჯერ კიდევ მიმდინარებს და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეთანხმდება.
“ვერ დაგიდასტურებთ, რომ პარლამენტში ჩემი გამოსვლა მოხდება მომავალ კვირაში. ეს იქნება უახლოეს მომავალში. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დეტალებს, როდის იქნება გამოსვლა, დავით უსუფაშვილთან ერთად. დავალაგებთ”,-განმარტა მარგევლაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მოხსენებისას, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს.
31.01.14