აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმატებულ გამოსვლას ულოცავს.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან უმაღლესი დონის შეხვედრებზე მოისმინა მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოს მისწრაფებებისადმი.
“ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია ქართველი ხალხის მოლოდინი იმ შედეგებისადმი, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა მოიტანს. ამ შეთანხმებების ხელმოწერა უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს, ასევე მის მოქლაქეებს საშუალებას მისცემს თავისუფლად გადაადგილდნენ ევროპაში. ქართველ ხალხის აქვს ამის მოლოდინი”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკის ელჩის ინფორმაციით, ამერიკული ბიზნესკომპანიები უკვე წარმოდგენილი არიან საქართველოს ბაზრზე და აშშ მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ეკონიმიკური განვითარების მხარდაჭერას.
“საქართველოში საკმაოდ ცივი იანვარი იყო, თუმცა ამ წლის ეკონომიკური პროგნოზები ძალიან კარგია. შესაბამისად, გზავნილი, რომელიც უნდა გავაჟღეროთ, არის ის, რომ საქართველო ღიაა ბიზნესითვის”, – აღნიშნა ნორლანდმა.
03.01.14