არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 90 %-იანი ალბათობით, 5-6 წელიწადში საქართველოს ეკონომიკის გაორმაგებას ვარაუდობს.
“თუ ყველაფერი განვითარდა საუკეთესოდ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე უნდა “დავჯდეთ”. ასეთ შემთხვევაში, 5-6 წელიწადში შეიძლება მოხდეს ეკონომიკის გაორმაგება”, – განაცხადა ივანიშვილმა “მოქალაქის” პრეზენტაციაზე.
მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად “სწორი ნიადაგი” უკვე მომზადდა.
“ჩვენ სწორი ნიადაგი გავამზადეთ ამისთვის. საოცრებებს ვერ მოახდენ ხომ? მაგრამ თუ იქნება ეკონომიკური სტაბილურობა, სწორად დაწერილი კანონები (და სხვათაშორის, არჩილს კბილაშვილის ერთ-ერთი იდეაა, რომ დააჩქაროს პროცესი ჩვენი კანონმდებლობის ლონდონის კანონმდებლობასთან დაახლოების) და კანონებთან სწორი დამოკიდებულება, ანუ ბიზნესი იქნება ხელუხლებელი (რაც უკვე გაკეთებულია), 90 %-იანი ალბათობით, ასე მოხდება. 25 %-ის ალბათობით შეიძლება მეორე დუბაი მივიღოთ საქრათველოში და 25 % არც ისე ცოტაა. თუ ყველაფერი იდეალურად მოვიდა თანხვედრაში, საქართველოში შეიძლება მოხდეს საოცარი ბუმი ეკონომიკის და ამის პირობები არსებობს, მათ შორის გვაქვს საოცარი მდებარეობა”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
04.01.14