მიუსაფართა თავშესაფრების მონიტორინგის პროცესი დაწყებულია და ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიყენებენ ხოლმე მოთხოვნებს უკვე დაწყებულ პროცესზე , – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხაა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოთხოვნის შემთხვევაში მონიტორინგის შედეგებთან გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.
“მონიტორინგის პროცესი უკვე დაწყებულია და შედეგები დაფარული არავისთვის არის”, – განაცხადა სერგეენკომ.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯანდაცვის მინისტრას მიუსაფართა თავშესაფრების მონიტორინგის პროცესში ჩართვის თხოვნით გუშინ მიმართა.
ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ მიუსაფართა თავშესაფრები დროებითი იყო და მათთვის მუდმივი საცხოვრებლის აშენება იგეგმება.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამისთვის უკვე შერჩეულია ტერიტორიაც.
07.02.14