ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადა.
თუმცა, იქვე დასძინა, რომ ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დასაზუსტებელია.
“თვითმმართველობის არჩევნები კონსტიტუციით უნდა გაიმართოს გაზაფხულზე, მე ვფიქრობ, ეს იქნება გაზაფხულის ბოლოს, დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს.
07.02.14