ავტომანქანების ტექდათვალიერებიდან ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შევა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, ეს საბიუჯეტო პროექტი არ არის, შესაბამისად ბიუჯეტში თანხების გადახდა საჭირო არ იქნება.
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება 2015 წლის პირველი მარტიდან სავალდებულო ხდება. პროექტს გერმანული კომპანია “ტუვ რეინალდ გრუპი” განახორციელებს. მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების საფასური, სავარაუდოდ, 48 ლარს არ აღემატება.
10.02.14