გეგუთის ციხესთან დაკავშირებულ ვითარებას ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამარბერგი შეისწავლის.
როგორც ჰამარბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იქნება და ამ ვიზიტის ფარგლებში გაესაუბრება ყველა პასუხისმგებელ პირს.
“გეგუთთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ვიქნები. შევისწავლი ამ ვითარებას და უკვე კვირის განმავლობაში ჩამოვაყალიბებ ჩემს მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე გავესაუბრები ყველა პასუხისმგებელ პირს”, – განაცხადა თომას ჰამარბერგმა.
10.02.14