ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისსივე თქმით, რაც არ უნდა მაღალი იყოს საარჩევნო ბარიერი, ამ ბარიერს დაძლევენ.
“ეს იქნებქა ძალიან მოწესრიგებული და დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ძალიან კარგი საარჩევნო პროგრამით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე. ჩვენი პროგრამა იქნება ამომრჩევლის და არა რომელიმე ცალკეული პირის კეთილდღეობაზე ორიენტირებული”, – განაცხადა ნარმანიამ.
მინისტრის ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამა 41 პუნქტიანია და “ძალიან კარგია”, თუმცა პროგრამის დეტალები დავით ნარმანიას არ დაუკონკერეტებია.
ამასთან, დავით ნარმანია “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა.
13.02.14