დღეს საკრებულოსში უმცირესობამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მათ საკრებულოს თავმჯდომარესა და ,,ქართული ოცნების“ უმრავლესობას საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78–ე მუხლის მე–6 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობისკენ მოუწოდეს.
,,კერძოდ, საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი ორგანის 2/3–ით შესაძლებელია ფრაქციის ან სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3–ის მიერ ინნიცირებული ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერიისთვის გაგზავნილი შენიშვნები.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეძლებს და ირაკლი შიხიაშვილი თბილისის მერიას წერილობით წარუდგენს იმ გონივრულ, სრულ ვარიანტს, რომელსაც თავად დაუჭერდნენ მხარს, საკრებულო მზადაა მხარი დაუჭიროს ბიუჯეტის დამტკიცებას მითითებული პროცედურით, რათა კიდევ უფრო არ გამწვავდეს ის პრობლემები, რის წინაშეც ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო აღმოჩნდებიან თბილისელები’’,–ნათქვამია განცხადებაში.
19.02.14