უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზეც გამოეხმაურა. მან პარლამენტის ტრიბუნიდან უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.
“მინდა ღრმა შეშფოთება, ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ მოვლენების გამო, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. როგორც ჩანს, ვითარება ნელ-ნელა კონტროლიდან გადის. ეს უაღესად სამწუხურო ფაქტია. ჩვენ უკრაინის მოვლენებს გამოვეხმაურეთ პარლამენტის მიერ ორი განცხადების მიღებით, ძალიან ბევრი გამოსვლით – ჩვენი პოზიცია და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის უცვლელი. ჩვენი მიმართვა უკრაინის პოლიტიკური წრეების და ასევე საერთაშორო თანამეგობრობის მიმართ რჩება უცვლელი, რომ მიღებული იყოს ყველა შესაბამისი ზომა ძალადობის ესკალაციის შესაჩერებლად და საკითხის დიალოგის გზით გადასაწყვეტად”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სესიის გახსნისას.
19.02.14