პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ხვალ, 14.00 საათზე დაიწყება.
“დღეს შედგა საბოლოო კონსულტაცია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ფორმატთან დაკავშირებით. ფრაქციები შეჯერდნენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლვის შემდეგ გამოცხადდება შესვნება, რომელსაც შემდეგ ფრაქციების გამოსვლით განვაახლებთ, ამასთან ერთად უმცირესობა – უმრავლესობას ექნება 45 წუთი გამოსვლისთვის, რომლის შემდგეგ სხდომა გაგრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით. ასე დავასრულებთ პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს, ეს არის ის გეგმა, რომელზეც შევჯერდით პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მოხსენებით ხვალ, 14.00 საათზე გამოვა.
20.02.14