საქართველოს სამთავრობო დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათ ექნებათ უმაღლესი დონის შეხვედრები.
“ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი აშშ-ში ჩვენი ხელისუფლებისთვის. მისი მნიშვნელობა არის უაღრესად დიდი. ჩვენ ვიმუშავებთ და შეხვედრები გვექნება ბევრი მიმართულებით და ესაა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაღრმავდება და ხელი შეეწყობა მათ კიდევ უფრო გამტკიცებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვიზიტი 1-ელ მარტამდე გასტანს.
22.02.14