შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ორთვინ ჰენიგს შეხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.
24.02.14