საოკუპაციო ხაზთან ვითარება ისევ დაძაბულია. ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები დილიდან მუშაობენ. საოკუპაციო ზოლმა 400 მეტრით გადმოიწია.
მავთულხლართებში 10 ჰექტარი მიწა მოექცა. განახლდა რკინის კონსტრუქციების და მავთულხლართების მონტაჟი. ხელოვნური ბარიერების გამო საოკუპაციო ხაზს მიღმა მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები და საძოვრების ნაწილი მოექცა.
ადგილობრივები სასმელი წყლის სათავე ნაგებობის გარეშეც რჩებიან. ქარელის რაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისთვის 11 ოჯახია დაზარალებული.
ოლიმპიადის შემდეგ მცოცავი ოკუპაციის განახლება მოულოდნელი არ ყოფილა თბილისისთვის. ქართული მხარე ამ საკითხს კარასინთან შეხვედრაზე დასვამს. უმრავლესობა ფაქტს ოკუპაციის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებს. “ნაციონალური მოძრაობა” კი ოპონენტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მავთულხლართების გავლების პროცესის განახლება ახალი ხელისუფლების არასწორი საგარეო პოლიტიკის შედეგია.
26.02.14