ხვალ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერობის კანდიდატებს დაასახელებს. კონკრეტული კანდიდატი კი, რომელიც არჩევნებში დედაქალაქის მერის პოსტზე იყრის კენჭს, პრაიმერის მეშვეობით შეირჩევა. პრაიმერი ერთი თვის განმავლობაში წარიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელიც თავადაც აპირებს პრაიმერში მონაწილეობის მიღებას. გიორგი ვაშაძე მერობაზე განაცხადს დღეს დღის ბოლომდე შეიტანს.
ვაშაძის ცნობით, ხვალისთვის დაგეგმილ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე არჩეული იქნება ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ასევე დაკომპლექტდება 35-კაციანი საბჭო და დასახელდება თბილისის მერობის კანდიდატები.
მისივე ცნობით, “ნაციონალური მოძრაობა” მერობისა და გამგებლების კანდიდატების დასახელებას ყველა ქალაქსა და რაიონში აპირებს და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
28.02.14