ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება ,,საყდრისი-ყაჩაღიანის” კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებამ მიიპყრო. მოქალაქეთა დიდი ნაწილი ძეგლის გადარჩენისთვის იბრძვის და ამ თემასთან დაკავშირებით მეცნიერები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვავენ. აღნიშნულ ჩანაწერში არქეოლოგი გიორგი გოგოჭური კიდევ ერთხელ განმარტავს საყდრისის მნიშვნელობას და საზოგადოებას მისი დაცვისკენ მოუწოდებს.