“საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ” კანონპროექტი მზად არის და ის პარლამენტში ოფიციალურად უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული , – ამის შესახებ ჟურნალსიტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
საგანელიძე არ ადასტურებს ბანკის ხელმძღვანელად მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ კანდიდატურაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.
“განიხილება განვითარების ბანკის შექმნის საკითხი. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საჭირო და მნიშვლეოვანი ბერკეტი იქნება სახელმწიფოსთვის. ქვეყნის ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებები, სადაც არის ჩავარდნა, უნდა განვითარდეს. ასეთი ბანკები მსოფლიოში ძალიან ბევრია და ის საქართველოშიც უნდა იყოს”, – აცხადებს დავით საგანელიძე.
დეპუტატის თქმით, შესაბამისი კანონპროექტის მომზადებაში ის პირადად აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
22.04.14