რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „forbes.ru“ რუსეთში მოღვაწე მულტიმილიონერების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც 3 ქართული გვარიც ფიგურირებებს.
2012 წლის უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების 200-კაციან ახალ რეიტინგში მოხვდნენ: ალექსანდრე ჯაფარიძე, დავით იაკობაშვილი და ვიაჩესლავ მირილაშვილი.
51-ე პოზიციას იკავებს ნავთობგადამამუშავებელი ბიზნესის სოლიდური მოთამაშე, ალექსანდრე ჯაფარიძე. მის ქონებას „forbes“-ი 1,8 მლრდ დოლარად აფასებს, რომელიც გასულ წელთან შედარებით რამდენიმე ასეული ათასით არის შემცირებული. შარშანდელ რეიტინგში ჯაფარიძე 44-ე ადგილზე იყო. 56 წლის ბიზნმენი ამ ეტაპზე კომპანია “ევრაზია – Drilling”-ს აკონტროლებს.
რეიტინგის მე-100 პოზიციაზეა სოციალური ქსელის “ვკონტაკტეს” თანამფლობელი 28 წლის ვიაჩესლავ მირილაშვილია. მის ქონებას „forbes“-ი 950 მლნ დოლარად აფასებს და შემოსავლის წყაროდ ინტერნეტბიზნესი აქვს მითითებული.
აღნიშნულ რეიტინგში, 106-ე ადგილზე 55 წლის თბილისელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. მისი ქონება 950 მლნ დოლარად არის შეფასებული. იაკობაშვილი კომპანია “ვიმ-ბილ-დანის” დამფუძნებელია, რომელიც საკვები პროდუქტების მწარმოებელ 36 საწარმოს და რამდენიმე სამარკო ნიშანს აერთიანებს. იაკობაშვილი ლუდის მწარმოებელი კომპანია “ცეპკოსა” და “რუსაგროპროექტის” დირექტორთა საბჭოებშიც შედის.
24.04.13