• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“არამდგრადი სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში პოზიციები გავიუმჯობესეთ, მაგარამ კვლავინდებურად “ძალიან სახიფათო ზონაში” ვრჩებით!” – მიხეილ დუნდუა

11 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
“არამდგრადი სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში პოზიციები გავიუმჯობესეთ, მაგარამ კვლავინდებურად “ძალიან სახიფათო ზონაში” ვრჩებით!” – მიხეილ დუნდუა
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Picture12

დღეს, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „არამდგრადი სახელმწიფოების ინდექსი  და საქართველო მყიფე სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში“ , რომელიც „დოქტრინა ბიზნეს რევიუმ”-  (DBR) წარმოადგინა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა,  კვლევა მსოფლიოს 178 ქვეყანაში არსებული ნეგატიური სახელმწიფოებრივი ვითარებების ანალიზს ეხება. კვლევას, საფუძვლად უდევს მსოფლიოში აღიარებული ამერიკული ორგანიზაცია The Fund for Peace–ის და ამერიკული გამოცემის Foreign Policy პოლიტოლოგ–ექსპერტების მიერ შემუშავებული  The Failed States Index –ის მრავალწლიანი ანალიზის შედეგები.

სახელმწიფოები შეფასდა შემდეგი 12 ინდიკატორის მიხედვით:

პოლიტიკური ინდიკატორები

State Legitimacy (SL) სახელმწიფო ლეგიტიმურობის დეფიციტი

სამთავრობო კორუფცია და რეპრეზენტატულობის ნაკლებობა მთავრობაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ შეთანხმებას.

Public Services (PS) საჯარო მომსახურების უკმარისობა

ჯანდაცვის, განათლების სანიტარული და სხვა საჯარო სერვისებით საზოგადოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან.

Human Rights and Rule of Law (HR) ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევა

ადამინის უფლებების დარღვევა, ან რათანაბარი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან

Security Apparatus (SA) დარღვევები და უმოქმედობა უსაფრთხოების სახელმწიფო აპარატის მხრიდან

სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის განუხორცილებლობა უსაფრთხოების სახელმწიფო სტრუქტურების ხმრიდან.

Factionalized Elites (FE) ელიტური/კლანური ჯგუფების გავლენა

ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე პოლიტიკური და სხვა გავლენიანი ჯგუფების ურთიერთქიშპი გავლენის სფეროების მოსაპოვებლად საზოგადოების საზიანოდ

External Intervention (EI) საგარეო ჩარევები

როდესაც, სახემწიფო არ ასრულებს თავის საერთაშორისო და შიდა ვალდებულებებს, საგარეო ძალები ერევიან დასახმარებლად ან საშინაო საქმეებზე მანიპულირებისათვის

სოციალურ ეკონომიკური ინდიკატორები

Demographic Pressures (DP) დემოგრაფიული პრობლემები

დაავადებების და სტიქიური უბედურებების დროს საზოგადოების დაუცველობა სახელმწიფოს მხრიდან  უუნარობის ან  პოლიტიკური ნების უქონლობის გამო.

Refugees and IDPs  (RI) ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები

მოსახლეობის გადაადგილებით გამოწვეული წნეხი, რომელიც პრობლემებს უქმნის სახემწიფო მომსახურების განხორცილებას, და უსაფრთოხოებას.

 Uneven Economic Development  (UED ) არათანაბარი ეკონომიკური განვითარება

როდესაც ეთნიკური, რეგიონული ან რელიგიური ნიშნით ხდება ეკონომიკური განვითარების უთანაბრობის გამოვლენა, რასაც მოქმედებით ან უმოქმედობით  ხელს უწყობს ხელისუფლების პოლიტიკა

Group Grievance  (GG) დაძაბულობა საზოგადოებაში უკმაყოფილო ჯგუფების გამო

როდესაც სხვადასხვა ჯგუფებში მატულობს დაძაბულობა და ძალადობა,  სახემწიფო ვერ უზრუნველყოფს უსაფრთოების სათანადო დონეს , მატულობს შიში და ძალადობის გაღვივების პერსპექტივა.

Human Flight and Brain Drain (HFBD) ადამინების ემიგრაცია საზღვარგარეთ და ტვინების გადინება

როდესაც სამშობლოში ადამიანები ვერ ახორცილებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, ტოვებენ  ქვეყანას ,  იქმნება ადამინური კაპიტალის ვაკუუმი

Poverty and Economic Decline (PED)  სიღარიბე და ეკონომიკური ვარდნა

სახელმწოფოს უნარის დეფიციტი უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობის სოციალური და ეკონომკული სტაბილურობა, “ მქონებელთა“ და“ უქონელთა“ ფენებს შორის მკვეთრი სოციალური დისბალანსის აღმოფხვრა.

პრეზენტაციაზე ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ზარქუამ  განაცხადა, რომ არსებული ინდიკატორები არის ინვესტიციის განმსაზღვრელი.

„ყველა ინვესტორი უყურებს თუ როგორაა დაცული ადამიანის უფლებები ქვეყანაში, როგორია ცხოვრების დონე და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  სახელმწიფომ მიაქციოს მსგავს კვლევებს ყურადღება და გამოასწოროს ის სუსტი წერტილები, რაც კვლევის შედეგად გამოჩნდება,“ – აღნიშა ზარქუამ.

პრეზენტაციაზე ასევე აღნიშნეს, რომ აღნიშნეს The Fragile States Index 2014 და შესაბამისი რეიტინგი შემუშავებულია 2013 წლის შედეგების ანალიზის საფუძველზე.

კვლევის შედეგების მიხედვით მთლიანობაში საქართველომ ერთ წელიწადში მკვეთრად და პოზიტიურად გაიუმჯობესა საერეტინგო პოზიცია არამდგრად სახემწიფოების რეიტინში (The Fragile States Index 2014), გადაინაცვლა რა 55-ე ადგილიდან 63-ე პოზიციაზე და მიუახლოვდა ისრაელს, რომელიც 65-ე ადგილზეა. ამ წარმატებით საქართველო იმ ქვეყანათა ათეულში მოხვდა, რომლებმაც წლიური გაანგარიშებით მკვეთრად გაიუმჯობესეს სარეიტინგო მდგომარეობა.

მიუხედავად ამისა, კვლევამ დაადგინა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში (2006–2013 წლის შედეგების მიხედვით) არშემდგარი სახელმწიფოების რეიტინგში საქართველო ე.წ. „უკიდურესად სახიფათო ზონაში“ კვლავინებურად იმყოფება, რომელიც უპირატესად „ელიტური /კლანური ჯგუფების ძალაუფლების“ (Factionalized Elites)  ნეგატიური გავლენით არის განპირობებული. კვლევა აგრეთვე ცხადყოფს, რომ „ ელიტური /კლანური ჯგუფების გავლენის მსოფლიო რეიტინგში 2014“ საქართველო (2013 წლის შედეგების მიხედვით) ე.წ. „უკიდურესად საგანგაშო ზონაში“ იმყოფება.

ელიტური /კლანური ჯგუფების გავლენის  რეიტინგში ის ბოლო რამდენიმე წელი 2012 წლამდე პირველ ათეულში იყო, ხოლო 2013 წლის შედეგები მიხედვით მეთერთმეტე ადგილზეა.

2005-2013 წლებში „ელიტური /კლანური ჯგუფების ძალაუფლების გავლენის“ მაჩვენებელის (შეფასების 10 ბალიანი სისტემა) მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, 2005 წელს ის თუ 7.1 იყო, 2012 წელს მისი მაჩვენებელი 9.4-ს გაუტოლდა, ხოლო 20 13 წელს 9,5-ს გაუთანაბრდა. ამ მხრივ, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მძიმე სიტუაცია საქართველოშია.

მნიშვნელოვანი ჩავარდნაა აგრეთვე ე.წ. ხელისუფლების არალეგიტიმაციის რეიტინგში. ამ მხრივ საქართველოს 2012 წლის შედეგების მიხედვით 8,6 ქულით (შეფასების 10 ბალიანი სისტემა) 28 –ე ადგილი ეკავა მსოფლიოში, რაც რეგიონში ყველაზე ცუდი შედეგია იყო, ხოლო 2013 წლის შედეგების მიხედვით ვითარება ოდნავ გაუარესდა და ხელისუფლების არალეგიტიმაციის მაჩვენებელმა 8,7 ქულა შეადგინა.

„როგორც ვხედავთ ჩვენი ქვეყანა არც ისე სახარბილო მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია გამოსავლის მოძებნა,“ – ამის შესახებ პრეზენტაციაზე „დოქტრინა ბიზნეს რევიუს” დირექტორმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

“არამდგრადი სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში პოზიციები გავიუმჯობესეთ, მაგარამ კვლავინდებურად “ძალიან სახიფათო ზონაში” ვრჩებით! მხოლოდ სამ პარამეტრში გვაქვს საშუალო მაჩვენებელი, მაგალითად: მოსახლეობის სახელმწიფო სერვისით უზრუნველყოფა… რაც შეეხება პოლიტიკურ და სოციალურ პარამეტრებს ძალიან სუსტი მგდომარეობა გვაქვს. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშავოს სტრატეგია, უნდა შეიცვალოს მიდგომა თითოეული მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გამოსასწორებლად. ეს იქნება ადამიანის უფლებები, ეკონომიკური კეთილდღეობა, სიღარიბე თუ სხვ. უნდა ჩამოყალიბდეს კონცეფცია და როდესაც გარკვეულ დროში გაწერილი სტრატეგია გვექნება ნაბიჯ-ნაბიჯ მივხვდებით თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა. ამის შემგედ გავიგებთ წლიდან-წლამდე რა გამოსწორდა და რა არა.  ახლა პირველად დავაფიქსირეთ ეს ფაქტი, რომ მომავალ წელს დავინახოთ გამოსწორდა თუ არა რაიმე. შემდომი ჩვენი ნაბიჯი იქნება გამოსავალის პოვნა, რადგან რეკომენდაცია მივცეთ ხელისუფლებას, თუ რა საშუალება გვესახება ჩვენ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად,” – განმარტა დუნდუამ.

ინფორმაციისთვის,  Doctrina Business Review (DBR) – წარმოადგენს ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრს, რომელიც ატარებს კვლევებს მიკრო-მაკრო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში და შედეგებს წარუდგენს მას-მედიასა და ამ საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას. ექსპერტთა ჯგუფი ბაზრის კვლევებს სხვადასხვა მიმართულებებით აწარმოებს. Doctrina Business Review (DBR) წარმოადგენს და აქვეყნებს საინტერესო ტენდენციებს, ინდექსებს, რეიტინგებს, რეკომენდაციებსა და პროგნოზებს.

საერთო რეიტინგი – ტოპ 10

Picture1

 რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უარესი მდგომარეობაა  ქვეყანაში.

 

 

საერთო რეიტინგი – ბოლო 10 ქვეყანა Picture2რაც უფრო დაბალია მაჩვენებელი, მით უკეთესი მდგომარეობაა  ქვეყანაში.

 

 

 

საერთო რეიტინგი –  საქართველო და მეზობელი ქვეყნები

Picture3

 

 

საქართველო საერთო რეიტინგში

Picture4

 

 

ელიტური/კლანური ჯგუფების გავლენის რეიტინგი – ტოპ 10:

Picture5

 

 

რეიტინგში საქართველოს მსგავსი ქულების მქონე ქვეყნები (ელიტირი/კლანური ჯგუფების გავლენის რეოტინგი)

Picture6

საქართველო 2006-2014

Picture7

Picture8

ელიტური/კლანური ჯგუფების გავლენა- საქართველო  2005-2013 

Picture9

 

ელიტური/კლანური ჯგუფების გავლენა-საქართველო  და მეზობელი ქვეყნები 

2005-2013

Picture10

14.07.14

ანო მუქათარიძე

 

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet2

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In